მდინარე სუფსაში მოზარდს ეძებენ

წყალზე სამაშველო სამუშაოები

მაშველები და მყვინთავები, მდინარე სუფსაში, რამდენიმე საათია, 15 წლის მოზარდს ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „გურიის მოამბე“ ავრცელებს.

მოზარდი თანატოლთან და მეზობელთან ერთად მდინარეში იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად დინებამ ჩაითრია და მისი ნახვა ამ დრომდე ვერ ხერხდება.