კარდიოლოგებმა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დაასახელეს
1755860340
მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამწიმრის წერილს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას.
მიწიერი ცხოვრება დატოვა და მარადიულობის მკვიდრი გახდა ბატონი მამუკა ჩარკვიანი, - დიდტკივილგამოვლილი და, ამასთან, შეუპოვარი ადამიანი, ფრიად ნიჭიერი, დახვეწილი გემოვნების ქართული კულტურის შესანიშნავი წარმომადგენელი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი...
მართალია, იგი განგვეშორა, მაგრამ ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული, ძირითადად მამის, ბატონი ჯანსუღის, ლექსებზე შექმნილი მისი სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი მამუკას უკვდავი სულისათვის, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი უფალმა, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების დამფასებელთ მიმადლოს მშვიდობა და მამუკასათვის ლოცვის ძალა“, - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
ქართველი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი21 აგვისტოს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.