წყალი მთელი დღით შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
1773301128
ყულევთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვამბობდით, დადასტურდა, არცერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, თორემ მერწმუნეთ, რამენაირად გამოჟონავდა, ამ ბრიუსელიდან ყველაფერი ჟონავს ხოლმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ბრიუსულიდან გადაწყვეტილებები, რომლებიც საიდუმლოდ მიიღება, ისინიც ჟონავს ხოლმე „რადიო თავისუფლების“ სხვადასხვა წყაროდან და როგორმე გამოჟონავდა, რამე რომ ყოფილიყო. არანაირი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი, ყველა კორესპონდენცია გასაჯაროვდა და, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი ევროკავშირს, სადაც სწორედ ეს წერია, რომ არანაირი ფაქტი არ არსებობს. საქართველო, როგორც ყოველთვის, ერთგულია იმ ვალდებულებების, რაც ჩვენ პირველივე დღიდან ვთქვით, 2022 წლის 20 თუ 25 თებერვალს, რომ საქართველო არ დააწესებს ორმხრივ სანქციებს, მაგრამ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა. ამაზე დღემდე არცერთი ფაქტი, საქართველოსთან დაკავშირებით არცერთი მტკიცებულება არ ყოფილა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ვინაიდან არანაირი საფუძველი არ იყო, ამიტომ ამოიღეს ყულევის პორტი სანქციების პაკეტიდან.
„არის ორი ვარიანტი, ან მტკიცებულების არარსებობისგან გამო არ შეიტანეს, ან მტკიცებულებების მიუხედავად არ შეიტანეს. მეორე ხომ გამორიცხულია? რადგან ეს მაშინ ნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერად მუშაობს ბატონი ო’სალივანი, ან მთლიანად ევროკავშირი, ადგენს, რომ სანქციები დაირღვა და ამის გამო შედეგები არ დგება. ეს მათი არაკეთილსინდისიერება იქნებოდა. ესეც იყო გარკვეული იარაღი საქართველოს წინააღმდეგ, ვნახეთ მათ შორის, იგივე ბატონი პეტერი, რომელმაც ეს გამოიყენა, რომ კიდევ ერთხელ თავს დასხმოდა ქართველ ხალხს. არ გავიდა ეს თავდასხმა. ჩვენი მხრიდან წარდგენილია ყველანაირი მტკიცებულება, როგორ მუშაობს სისტემა, როგორ ვატყობინებთ იქით ევროპას, მათ შორის, „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებით, ღია ზღვაში ერთი გემიდან მეორეზე გადატვირთვაზე. ჩვენი ინფორმაციის შედეგად აღმოაჩინეს და დაადგინეს რამდენიმე ასეთი დარღვევა, ღია ზღვაში რაც ხდებოდა. 2 000-ზე მეტი ტვირთი გვაქვს გაჩერებული. ჩვენ გავაჩერეთ ევროპიდან გამოპარებული ტვირთი, რომელიც რუსეთში მიდიოდა. სად იყურებოდნენ, რატომ წამოვიდა ეს ტვირთი და რატომ მოვიდა ჩვენ საზღვრამდე ეს ყველაფერი? მათ შორის, თუ არ ვცდები, 50-ზე მეტი გემი არ შემოვუშვით საქართველოს პორტებში და რას დაცურავენ, რატომ ვერ აკავებენ და აჩერებენ? ახლა თურმე ჩვენი, სამ-ხუთ მილიონიანი ქვეყნის გადასაწყვეტი ყოფილა ყველაფერი. კიდევ ერთხელ, არცერთი მტკიცებულება არ იყო და დღეს, მათ შორის, პრესსპიკერის განცხადება იყო, ეს უკვე ჰგავს მუშტების ქნევას ჩხუბის შემდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.