VIDEO: რა ვითარებაა სტიქიის ზონაში - ბოლო ცნობები

მეწყერი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად  5 საცხოვრებელი  სახლი დაინგრა.

მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.  მეწყრული ზონიდან  38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ავეცელებს.

„დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და  მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მეწყრულ ზონაში მობილიზებულია  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი:599273250 ; 574 228102.