ტრამპი ირანზე: ერთ საათში შეგვიძლია გავანადგუროთ ელექტოენერგიის წარმოების წყაროები, ხოლო მათი აღდგენისთვის 25 წელი დასჭირდებათ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულ ჯარს შეუძლია ერთ საათში გაანადგუროს ირანის ელექტროენერგიის წარმოების წყაროები, ხოლო მისი აღდგენისთვის თეირანს 25 წელი დასჭირდება.

„ჩვენ შეგვიძლია დავბომბოთ ობიექტები თეირანში და სხვა ადგილებში. თუ ჩვენ ამას ვიზამთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა. ჩვენ ეს არ გვინდა. შეგვიძლია ერთ საათში გავანადგუროთ ელექტოენერგიის წარმოების წყაროები, ხოლო მათი აღდგენისთვის 25 წელი დასჭირდებათ“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.