ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
მომღერალმა კეტი პერიმ პირველად გამოაქვეყნა ახალ ბოიფრენდთან, კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან ერთად გადაღებული ფოტოები. მომღერალმა ტოკიოში გადაღებული სურათები სოციალურ ქსელში გააზიარა.
53 წლის ტრიუდო პერის თან ახლდა იაპონიაში, სადაც მომღერალი კონცერტით გამოდიოდა. წყვილმა ასევე იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მის მეუღლესთან ივახშმა.
41 წლის მომღერლისა და 53 წლის პოლიტიკოსის რომანის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა, როდესაც ისინი მონრეალის ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში ვახშმობისას შენიშნეს. მეორე დღეს ტრიუდო პერის კონცერტზე მივიდა.
წლის დასაწყიში პერი თავის პარტნიორს, მსახიობ ორლანდო ბლუმს დაშორდა. წყვილმა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა და საერთო ქალიშვილ დეიზისთან დროს ერთად ატარებენ.
ტრიუდო კი თავის მეუღლე სოფის 2023 წელს დაშორდა. მათ 3 შვილი ჰყავთ. განქორწინების შემდეგ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების შესახებ პრაქტიკულად არაფერი იყო ცნობილი.