1740477955
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, პარასკევს ვაშინგტონში ჩავიდეს ხელი მოაწეროს "ძალიან დიდ გარიგებას", - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„გავიგე, რომ პარასკევს მოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღებია, თუ მას სურს ხელი მოაწეროს ჩემთან ერთად. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა, ძალიან დიდი საქმეა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.
კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის უკვე უზრუნველყო 350 მილიარდი დოლარი, უამრავი სამხედრო ტექნიკა და ბრძოლის გაგრძელების უფლება.
შეგახსენებთ, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტის პირობებზე შეთანხმდნენ.