1749455584
დონალდ ტრამპი: თუ ვინმე კანონისა ან წესრიგის წინააღმდეგ წავა, ბრალს წაუყენებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელიც ლოს-ანჯელესში შექმნილ არეულობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა, თუ ვინმე კანონისა ან წესრიგის წინააღმდეგ წავა, ბრალდებას წაუყენებენ.
„ლოს-ანჯელესში ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. იქ ძალადობის ბევრი შემთხვევა იყო. ვნახავთ, რა დაგვჭირდება. ყველაფერს გავაგზავნით, რაც საჭიროა კანონისა და წესრიგის აღსადგენად. ჩვენ ქვეყნის გახლეჩის უფლებას არავის მივცემთ, როგორც ეს ბაიდენის დროს ხდებოდა. თუ ვინმე კანონისა ან წესრიგის წინააღმდეგ წავა, ბრალს წაუყენებენ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.