დავით სონღულაშვილი საფრანგეთში, გაერო-ს კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებს და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთში, გაერო-ს კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაა „მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, ოკეანეების, ზღვების და საზღვაო რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება“ სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებს და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში სონღულაშვილი შეხვდა ფინეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრს სარი მულთალას, ისლანდიის გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს იოჰან პოლ იოჰანსონს, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს, კუ დონჟუს, პარიზის მერს, ანნ იდალგოს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო კომიტეტის პრეზიდენტს, ბრუნო ფუქსის.

კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი ესწრება.

ქალაქ ნიცაში მიმდინარე გაერო-ს კონფერენცია გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კონფერენციაზე განიხილება კლიმატის ცვლილებების ზეგავლენის შემცირების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის და საზღვაო გარემოსა და რესურსების დაცვის ერთიანი მიდგომების საკითხები.

ქალაქ ნიცაში, კონფერენციაში, დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი მონაწილეობს.