ბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან - დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
1751632913
იურისტი ელენე ჩორგოლაშვილი გადაცემაში "შუადღე" სამეზობლო დავების შესახებ საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რომლებიც მრავალბინიან კორპუსებში ადამიანებს ხშირად აწუხებთ:
- სამეზობლო სამართალი ძალიან საინტერესო თემაა. ეს არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც ცდილობს, მეზობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესი მეტ-ნაკლებად დააბალანსოს და გადაწყვიტოს. სამეზობლო სამართალი, პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დგას.
მოვალეობასთან ერთად თმენის ვალდებულებაც გვაქვს. კოდექსში გაწერილია, რომ თუ თქვენი ინტერესი უმნიშვნელოდ ზიანდება, შესაძლოა, შეთანხმდეთ. თუ პირებს შორის შეთანხმება ვერ ხდება, ამისთვის არსებობს სასამართლო. ასეთ დროს ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად, შესაძლოა, მეზობელს პირუტყვი ჰყავდეს და უვლიდეს, ან სახლში ელექტროწისქვილი ჰქონდეს და საკუთარ საქმეს აკეთებდეს. თუმცა, თუ დადგინდა, რომ ნეგატიური ზემოქმედება კანონის ფარგლებს სცდება, რეალურად ნამდვილად შემაწუხებელი და დამაზიანებელია მეზობლისთვის, ასეთ დროს კანონმდებლობით მას კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს.