ელისეის სასახლის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს ესაუბრა

ემანუელ მაკრონი

გასულ ღამეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ელისეის სასახლის წარმომადგენელმა „გარდიანს“ განუცხადა.

როგორც „გარდიანი“ წერს, სატელეფონოს საუბრისას ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი და ირანის საკითხი, ასევე, აშშ-სა და ევროკავშირს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებები.