დონალდ ტრამპი, ინაუგურაციიდან 24 საათის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დეპორტაციას გეგმავს

დონალ

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ინაუგურაციიდან 24 საათის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დეპორტაციას გეგმავს. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

ტრამპის ადმინისტრაცია ფართომასშტაბიანი რეიდის განხორციელებას, ჩიკაგოში დაიწყებს. თუმცა, ტომ ჰომენი, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ე.წ. საზღვრის მეფის თანამდებობას დაიკავებს, აცხადებს, რომ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს.

"ჩვენ ვაპირებთ ოპერაციების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით,” - განაცხადა მან.
სიაში პირველი ჩიკაგოა, სადაც 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, 50 000-ზე მეტმა მიგრანტმა მოიყარა თავი.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტო, აღნიშნული სამუშაოს ჩასატარებლად, 100-200 ოფიცერს გაგზავნის.