საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დასახელდა
1732608926
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე.
ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე „დანაშაულისა და ნარკოტიკების“ შემოდინებაზე.
„20 იანვარს, ჩემი პირველი აღმასრულებელი ბრძანების ფარგლებში, ხელს მოვაწერ ყველა საჭირო დოკუმენტს, რათა მექსიკასა და კანადას დაეკისროთ 25%-იანი ტარიფი აშშ-ში შემოტანილ ყველა პროდუქტზე“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს ტარიფი ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე არ შეწყდება ნარკოტიკების შემოტანა და არალეგალი მიგრანტების „შემოჭრა“ ქვეყანაში. ჩინეთის შემთხვევაში, ტრამპი აცხადებს, რომ არსებულ ტარიფებს დაემატება ათი პროცენტი, ვიდრე ქვეყანა არ შეაჩერებს აშშ-ში ნარკოტიკების შემოდინებას.
როგორც „სიენენი“ წერს, ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს აშშ-სთან ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. კანადის ოფიციალურმა პირებმა კი საპასუხო განცხადებაში აღნიშნეს, რომ მათი ქვეყნისთვის საზღვრის უსაფრთხოება უმაღლესი პრიორიტეტია.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801