„ოპოზიციას ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა, მაგრამ როგორც ჩანს, თან ამისი ერიდებათ“ - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრი, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ძალიან უნდა პარლამენტსი შესვლა, თუმცა ამის ძალიან ერიდება და ამას საზოგადოებაც ამჩნევს.

მისი განმარტებით, ოპოზიცია ერთის მხრივ ამბობს, რომ მანდატებზე უარს იტყვის, თუმცა პარლამენტში განხადებები ამ დრომდე არ შესულა.

"საზოგადოებას რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა, მაგრამ როგორც ჩანს, თან ამისი ერიდებათ. ამიტომ დადიან ქუჩებში და ლაპარაკობენ, რომ არჩეული დეპუტატები არიან. მეორეს მხრივ, ამბობენ, რომ ჩახსნიან, მაგრამ ჯერ პარლამენტში მათი განცხადებები არავის გვინახავს. შესაბამისად, აქედან კარგად ჩანს, როგორი თვალთმაქცი და ფარისეველია ის ოპოზიცია, რომელიც დღეს, ე.წ. 5%-იან ბარიერგადალახულია. მათ ნდობის თვალსაზრისით სრული ბანკროტი განიცადეს საზოგადოების მხრიდან და დაიმსახურეს, რომ ის კრიზისი რომელზეც საუბრობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანას ექნებოდა, საბოლოო ჯამში, საკუთარ რიგებში დამსახურებულად მიიღეს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.