10 აპრ 12:08
დონალდ ტრამპი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელს მოუწოდებს, შეამციროს საპროცენტო განაკვეთები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელს, ჯერომ პაუელს მოუწოდებს, შეამციროს საპროცენტო განაკვეთები.
„ის ყოველთვის აგვიანებს, მაგრამ ახლა შეუძლია, შეცვალოს თავისი იმიჯი და სწრაფად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას არ ჩქარობს.
„ჩემთვის, ამ დროისთვის უცნობია, როგორი იქნება მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი გზა და ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს“, – აღნიშნა ჯერომ პაუელმა.
ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის თქმით, ინფლაცია სავარაუდოდ გაიზრდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველი ტარიფების გამო და შეიძლება მაღალი დარჩეს.
პაუელმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ტარიფები მნიშვნელოვნად აღემატება ფედერალური რეზერვის მოლოდინს.