დიდი ბრიტანეთის შს მინისტრის ცნობით, პალესტინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 40 ადამიანი დააკავეს

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში პალესტინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 40 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შაბანა მაჰმუდი იმედგაცრუებულია, რომ საპროტესტო აქციები მანჩესტერის სინაგოგასთან ტერორსტული თავდასხმის შემდეგაც რომ გაგრძელდა. შს მინისტრი აცხადებს, რომ პალესტინის მხარდამჭერი ღამის საპროტესტო აქციები „ფუნდამენტურად არაბრიტანული“ იყო.

მისივე თქმით, 40 ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიციელებზე თავდასხმისთვის.

„შეეძლოთ ერთი ან ორი დღე იმ საზოგადოებისთვის დაეთმოთ, რომელმაც ღრმა დანაკარგი განიცადა. ვფიქრობ, შეიძლებოდა გარკვეული ჰუმანურობის გამოვლენა. ამ საქციელს არ მოვითმენთ. ეს პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“, – განაცხადა შაბანა მაჰმუდმა.