„გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე...“ - პატრიარქი მრევლს მიმართავს
1734334084
დიდი ბრიტანეთის მთავრობა, სირიელი ხალხის მხარდასაჭერად, 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით დახმარების პაკეტს გამოყოფს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი, მილიონზე მეტი ადამიანის საცხოვრებლით უზრუნველყოფას და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება, 10 მილიონი მეზობელ ქვეყნებში მყოფ სირიელთა მხარდასაჭერად მსოფლიო სასურსათო პროგრამაში ჩაირიცხება, დარჩენილი 10 მილიონი კი, რეგიონში მყოფი ლტოლვილების დახმარებას მოხმარდება.
მინისტრის თქმით, ლონდონი სისტემატურ კავშირშია სირიელ მეამბოხეებთან, ამასთან ის აცხადებს, რომ „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ რჩება აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციად, თუმცა დიდ ბრიტანეთს, შეუძლია დიპლომატიური კომუნიკაცია.
„ჩვენ გვსურს, ვიხილოთ წარმომადგენლობითი მთავრობა, ინკლუზიური მთავრობა. გვსურს, ვნახოთ ქიმიური იარაღის მარაგების უსაფრთხოდ შენახვა და არა მათი გამოყენება. უზრუნველვყოთ, რომ არ გაგრძელდეს ძალადობა. ყველა ამ მიზეზის გამო, ვიყენებთ რა ჩვენთვის ხელმისაწვდომ ყველა არხს, ეს არის დიპლომატიური და, რა თქმა უნდა, დაზვერვაზე დაფუძნებული არხები. ვცდილობთ „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამთან“ ურთიერთობას, როცა ეს საჭიროა“, - განაცხადა დევიდ ლემმა.