როდესაც ქვეყანა სერიოზულ განაცხადს აკეთებს სუვერენიტეტზე, ეს სანქციები უბრალოდ ღიმილისმომგვრელია - თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სანქციები არ აშინებს, რადგან თავიდანვე ჰქონდათ გათვლილი ყველა მოსალოდნელი რისკი და შედეგი.

„არ ვიცით, რას ფიქრობდნენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, როდესაც ამ სანქციებზე ბჭობდნენ, ეს დააფრთხობდა საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც თავიდანვე გათვლილი ჰქონდა ყველა მოსალოდნელი რისკი და შედეგი? “ომის პოლიტიკაზე” უარის თქმა თავისთავად გულისხმობდა ომს ამ პოლიტიკის ავტორებთან. სწორედ ამ ომს ვუცქერთ დღეს ლიბერალური დასავლეთიდან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ღირებულებითი ომი, ეს არის ძალადობა საქართველოზე, ვიცხოვროთ სხვისი დღის წესრიგით.

როგორც ბალტიისპირეთის, ასევე პოლონეთის ქმედება და პოლიტიკური განცხადებები ჩვენს მიმართ „გამართლებულია“ იმით, რომ რუსეთიდან მოსალოდნელი ხიფათი სურთ ჩვენკენ გადმოისროლონ. პოლონეთში ფაქტობრივად სამხედრო მობილიზაცია უკვე მიმდინარეობს. დასავლეთი რუსეთის შეჩერებას ვერ ახერხებს და ამისთვის სურთ მეორე ფრონტი არა საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ, საქართველოში გახსნან. არავინ იფიქროს, რომ ამ ქვეყნებს მართლაც ჩვენი მომავალი ადარდებთ, მათ მხოლოდ საკუთარი სტკივათ.

როდესაც ხელისუფლება სერიოზულ განაცხადს აკეთებს სუვერენიტეტზე, ეს სანქციები უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. როგორც ჩანს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაავიწყდათ, რომ საქართველომ პირველმა გაიღო სისხლი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მათ შეუძლიათ ჩვენგან ისწავლონ ბრძოლა საკუთარი ღირსების, თვითმყ