1734337868
გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი
საქართველო მოექცა ჩრდილოდასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავლენის ქვეშ. ამან ძლიერი ნალექი გამოიწვია, - განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ პაპაშვილმა.
მისი თქმით, 19 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი.
„დღეს, დღის მეორე ნახევრიდან კვლავ განახლდება ნალექი დასავლეთ საქართველოში. მთიან და და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.
17-ში და 18 რიცხვში კვლავ შესაძლებელია ქარის გაძლიერება. აღმოსავლეთ საქართველოშიც ნალექი თოვლის სახით იქნება შიდა ქართლის ტერიტორიაზე მთიან და მაღალმთიან რაიონებში, რასაც ძლიერი ქარი დაემატება. თბილისში და კახეთში მცირე ნალექის ალბათობაა თოვლის სახით და იქნება ძლიერი ქარი. ეს დღეები კვლავ ცივი ამინდები იქნება. დასავლეთ საქართველოში დღისით 3-9 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 1-6 გრადუსის ფარგლებში“, - განაცხადა თამარ პაპაშვილმა.
მისივე თქმით, 19 დეკემბრიდან 22 დეკემბრამდე საქართველოში გამოიდარებს.
„19-ში დღისით უკვე გამოიდარებს, 20-21 დეკემბერს არაჩვეულებრივი ამინდია, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 15 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში 10-12 გრადუსამდე შესაძლოა ავიდეს. 22 დეკემბრის საღამოდან კი კვლავ ნალექს ველოდებით“, - განაცხადა პაპაშვილმა.