დიდი ბრიტანეთი ცივი ომის შემდეგ, ნატოს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას

წვრთნა

გლობალური საფრთხეების და მზარდი კონფლიქტების ფონზე, დიდი ბრიტანეთი თავდაცვით შესაძლებლობებს აძლიერებს. გაერთიანებული სამეფო ცივი ომის შემდეგ, ნატოს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას.

ამ მიზნით 20 ათასი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე 2024 წლის თებერვლიდან ივნისამდე აღმოსავლეთ ევროპაში განლაგდება. მასშტაბური სწავლების ფარგლებში, ბრიტანეთი ევროპაში ავიამზიდებს და ავიაციას, მათ შორის F-35-ის ტიპის მოიერიშეებს გაგზავნის.

სამხედრო სწავლებაში ბრიტანელ ჯარისკაცებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი ქვეყნებისა და შვედეთის სამხედრო მოსამსახურეები.