ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული „შტორმ შადოუს“ რაკეტა გამოიყენა.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯონ ჰილიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის ქმედებები თავისთავად მეტყველებს და ამ ეტაპზე არ შეუძლია, რაიმე დამატებით ოპერაციულ დეტალებზე საუბარი.
მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, რომელთანაც განიხილა უკრაინის პასუხი რუსეთის ბოლოდროინდელ ესკალაციაზე და დიდი ბრიტანეთის გეგმაზე, რათა დაეხმაროს უკრაინას 2025 წელს.
ცნობისთვის, „ბლუმბერგმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ რუსეთის ტერიტორია ბრიტანული „შტორმ შადოუს“ რაკეტებით პირველად დაბომბა.