დიდ ბრიტანეთში მამაკაცს ქიმიოთერაპიის კურსს, რომელიც არ სჭირდებოდა, 14 წელი უტარებდნენ

ქიმიოთერაპია

დიდ ბრიტანეთში მამაკაცს ქიმიოთერაპიის კურსს, რომელიც არ სჭირდებოდა, 14 წელი უტარებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პაციენტს ქიმიოთერაპიის კურსს, პრეპარატით, სახელწოდებით „თემოზოლომიდით უტარებდნენ, რომლის გამოყენებაც 6 თვეზე დიდხანს არ შეიძლება. 

სამედიცინო სფეროს ექსპერტების თქმით, პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ, შესაძლოა, მეორე სიმსივნის გაჩენას შეუწყოს ხელი. ასევე, გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული პრობლემები. 

პაციენტს ტვინის სიმსივნურ წარმონაქმნი ჰქონდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით განაცხადა, პრეპარატის მიღების შემდეგ მას სახსრების ტკივილი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები დაეწყო. 

შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება.