„+31 +33 გრადუსი… ერთ დღეში ზაფხულის სიცხე დაფიქსირდება“ - მეტეოროლოგის პროგნოზი
1747423909
გრემის მფლობელ მომღერალს, კრის ბრაუნს, ბრალი წაუყენეს 2023 წელს ლონდონის ღამის კლუბში მუსიკალური პროდიუსერი ცემის გამო.
36 წლის მომღერალი მანჩესტერის სასტუმროში დააკავეს და მას სხეულის მძიმე დაზიანებას ედავებიან.
როგორც ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun-მა პირველად გაავრცელა, დაზარალებულის, პროდიუსერ ეიბ დიაოს თქმით, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც ბრაუნმა სცემა ლონდონის ელიტურ უბანში მდებარე კლუბ Tape-ში 2023 წლის თებერვალში. ბრაუნი იმ დროს ტურნეში იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში.
გამოცემამ დაწერა, რომ დაზარალებულმა ბრაუნის ბრიტანეთში ყოფნის შესახებ ოთხშაბათს შეიტყო და ინფორმაციის დასაზუსტებლად პოლიციას მიმართა. ამის შემდეგ, მეტროპოლიტენ პოლისის თანამშრომლები მანჩესტერში გაემგზავრნენ და ბრაუნი დააკავეს.
ბრაუნის წარმომადგენელს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
კრის ბრაუნი მუსიკალურ სცენაზე 2005 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ არაერთი ჰიტით გახდა ცნობილი. მის ცნობილ სიმღერებს შორისაა "Run It," "Kiss Kiss" და "Without You".
მან პირველი გრემი საუკეთესო R&B ალბომისთვის 2011 წელს მიიღო ალბომით F.A.M.E., ხოლო მეორე ჯილდო იმავე კატეგორიაში წელს, ალბომისთვის 11:11 (Deluxe).
მომღერალი მომავალ თვეში ახალ საერთაშორისო ტურნეს იწყებს ჯენე აიკოსთან, სამერ უოკერთან და ბრაისონ ტილერთან ერთად. ტურნე ევროპიდან დაიწყება და ივლისში ამერიკაში გაგრძელდება.