პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართველი მოზარდი, თამარ ქავთარაძე ყაზახეთის საბავშვო „ვოისში“ ქართული სიმღერით წარდგება. როგორც თავად ამბობს, ქართველების მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.
„მე ვარ თამარ ქავთარაძე, გორიდან. ერთადერთი ქართველი, რომელიც ვიღებ მონაწილეობას ყაზახეთის საბავშვო ვოისში. შაბათს, დღეს არის ფინალი, სადაც უკვე ქართულ სიმღერას, „თბილისოს“ ვიმღერებ.
განვლილ ტურებში ვიმღერე ყაზახური სიმღერა და დრო დადგა, რომ ქართული მუსიკა და ქართული ერიც გაიცნოს ყაზახეთმა. თუ გსურთ, რომ გავიმარჯვო და არა მარტო ჩემს თავს, არამედ საქართველოსაც სახელი მოვუპოვო, მომეცით ხმა ლინკის მეშვეობით.
ხმის მიცემისთვის გექნებათ მხოლოდ 30 წუთი და დაიწყება საქართველოს დროით 21:00 საათზე, დღეს, 9 ივლისს. იმის და მიუხედავად, რომ ყაზახეთში 18 000 000 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და დიდი კონკურენციაა, ქართველი ხალხის ძალებში დარწმუნებული ვარ. თქვენი იმედი მაქვს და მადლობა ყველაფრისთვის“, - აცხადებს გოგონა.