Exclusive: რატი ანდრონიკაშვილის ცნობილი ოჯახი - "რასაც დღეს ყველა ვიყენებთ, ჩვენი ოჯახის ტრადიციული საქმიანობაა"

rati

ანანო ჩარკვიანი ცნობილი ქართველი კალათბურთელის რატი ანდრონიკაშვილის დედაა, რომელსაც "პრაიმტაიმი" წარმატებულ შვილზე, ოჯახურ საქმიანობასა და რატის გეგმებზე ესაუბრა. 

როგორც ის ამბობს, შვილს იშვიათად აქებს, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მოგების შემდეგ, რომელმაც ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა, გამონაკლისი იყო... რატიმ დედის ქება მიიღო... 

ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ სოლიდურ გუნდ “კრეიტონში” თამაშობს, ცნობილი თურმანიძეების შთამომავალია. მისი ოჯახის საქმიანობა მალამო "თურმანიძეს" უკავშირდება. 

"ძალიან კარგი თამაში იყო, ნაკრებმა აჩვენა, რას ნიშნავს იყო შეკრული გუნდი და დასაფასებელია მწვრთნელი, რომელიც მოთამაშეებს ენდობა. როგორც დედა ვამაყობ მისით რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის მიჭირს საკუთარი შვილის ქება. 

ამ თამაშის შემდეგ კი გავბედე და შევაქე... 

რატი თამაშის მოახლობისას განსაკუთრებულად მობილიზებულია, ყურადღება არაფერზე არ გადააქვს. ის ჯანსაღი ცხოვრების წესებით ცხოვრობს, არ სვამს, არ ეწევა, ადრე იძინებს. ეს მისთვის პრიორიტეტულია. ჩვენ, ოჯახი რატის თამაშის წინ ზედმეტ შეკითხვებს არასოდეს ვუსვამთ. 

იმდენად ძლიერ გუნდს ეთამაშნენ, თვითონ ბიჭები ემოციებში იყვნენ.  

მე და რატი, ჩვენი ოჯახი ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ. ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა და მარტივად ვუგებთ. 

დედაჩემი თურმანიძეა, თურმანიძის მალამო, რომელსაც დღეს ყველა ვიყენებთ ჩვენი ოჯახის ტრადიციული საქმიანობაა. ამას ბებია და ახლა დედა უძღვება. 

რატი პირად ცხოვრებასაც ზუსტად იგივე პასუხისმგებლობით უდგება, როგორც - კარიერას. ის საკმაოდ ფრთხილია და ადამიანებს ფრთხილად იქცევს. ვიცი, რომ ამ მხრივ, სანერვიულო არ მაქვს. არც აქამდე მინერვიულია რატის პირადზე, რადგან დარწმუნებული ვარ, ის ნამდვილ გრძნობებზე დამყარებულ ურთიერთობაში იქნება, და ეს ჩემთვის სრულად მისაღები იქნება. 

უი, მართლა? არასოდეს გაუსვამს ხაზი, რომ გოგონებს მოსწონთ. მას ამისთვის არ სცალია, ამერიკაში ძალიან დაკავებულია. სპორტის გარდა, კომუნიკაციებს სწავლობს და ის ლექციებზე ისეთივე ჩართულია, როგორც ყველა ამერიკელი. 

ჩვენს ქვეყანაში სპორტი არ არის ისეთი განვითარებული, რომ მშობლების ის ნაწილი, ვისზეც საუბრობთ, ვურჩევდი, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრებას, ქუჩაში ნაკლებად ყოფნას ხელი ამ გზით შეუწყონ და ბავშვები სწორად განავითარონ. სპორტის გარდა, რომ განათლება აუცილებელია, ამაზე აღარც კი ვსაუბრობ, ეს იმდენად მნიშვნელოვანია..."  ამბობს სპორტსმენის დედა.