ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია.
დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან და ოკუპირებულ - აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.
ატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა, ნათქვამია კონცეფციაში.
„რუსეთის ფედერაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების განხორციელებაში, მათი ინტერესების დაცვისა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში მხარს უჭერს“, - ნათქვამია კონცეფციის ტექსტში.