დეფორმირებული დრუნჩის მქონე ცუგამ, მოსიყვარულე პატრონი იპოვა

ძაღლი

ზოი რამანიანო ლოს-ანჯელესის ცხოველთა სამაშველო სამსახურის დირექტორი და ვეტერინარია, რომელიც დეფორმირებული დრუნჩის მქონე ცუგას ცოტა ხნის წინ შეხვდა. როგორც ზოი ჰყვება, ცუგა თავშესაფრიდან ნახვისთანავე წამოიყვანა, რადგან მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა.

დეფორმირებული დრუნჩის მქონე ცუგას, რომელსაც პიკასო ჰქვია, სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც ზოი ამბობს, მართალია, ცუგას უნიკალური გარეგნობა აქვს, თუმცა ცხოვრებით ტკბობაში ეს ხელს სულაც არ უშლის.

„დეფორმაციის მიუხედავად, ის სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობს. პიკასო დამოუკიდებლად ჭამს და ყნოსვის უნარიც განვითარებული აქვს. თამაშობს როგორც სხვა ცუგებთან, ასევე სათამაშოებითაც", - განაცხადა ზოიმ და ისიც დასძინა, რომ პიკასო ძალიან მოსიყვარულე, ჭკვიანი და ერთგული ცუგაა.

პიკასოს ახალი მზრუნველი პატრონი სწორედ ზოია. როგორც კი ცუგას ვეტერინარული კლინიკიდან გამოწერენ, ზოი პიკასოს სახლში წაყვანას გეგმავს, სადაც მასზე განსაკუთრებულად იზრუნებენ.

„პიკასოს კბილების გაწმენდა ყოველდღიურად სჭირდება. ოპერაციაზეც ვიფიქრეთ და სამ ქირურგთან კონსულტაცია უკვე გავიარეთ. თუმცა ქირურგიული ჩარევის რეკომენდაცია არცერთ მათგანს არ გაუცია, რადგან პიკასო თავს კომფორტულად გრძნობს და მისი ორგანიზმიც ნორმალურად ფუნქციონირებს", - დასძინა ზოიმ.

ზოი იმედოვნებს, რომ პიკასოს ისტორია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ცუგებს მზრუნველი პატრონების პოვნაში დაეხმარება.

ასევე ნახეთ:

„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილი

დატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს