დედინაცვალს გერი 20 წელი დატყვევებული ჰყავდა - რა კადრები გამოაქვეყნა პოლიციამ (აშშ)

სახლი

აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში, ქალს გერი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში სახლში ჰყავდა დატყვევებული. პოლიციამ საქმეზე 56 წლის კიმბერლი სალივანი დააკავა და რამდენიმე ბრალდება წაუყენა.

სამართალდამცველებმა კაცი 17 თებერვალს იპოვეს, რომელიც მძიმე პირობებში ყოფნის გამო, 30 კილოგრამს იწონიდა.

როგორც დატყვევებულმა კაცმა პოლიციას უთხრა, ხანძარი თავად გააჩინა. მისივე თქმით, ის დედინაცვალს 11 წლიდან ჰყავდა დატყვევებული. ხანძრის გასაჩენად კი ქაღალდი და სანთებელა გამოიყენა.

„მინდოდა, საკუთარი თავისთვის მეშველა", - უთხრა მან პოლიციას.

„33 წელია, სამართალდამცველი ვარ და ეს ყველაზე უარესი მოპყრობაა ადამიანისადმი, რომელიც ოდესმე მინახავს... ეს უარესი იყო, ვიდრე ციხის საკნის პირობები", - განაცხადა პოლიციის უფროსმა.

პოლიციამ გამოაქვეყნა შემზარავი ფოტოები, რომლებიც გადაღებულია სახლში, სადაც ახალგაზრდა კაცი 20 წელი ჰყავდათ გამოკეტილი: