ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის კიდევ ერთი ავიამზიდი ჩავიდა

ავიამზიდი

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის კიდევ ერთი ავიამზიდი ჩავიდა.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალები ავიამზიდ „კარლ ვინსონის“ ჩასვლით გაძლიერდა.

ავიამზიდზე „ეფ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებია განთავსებული.

ავიამზიდის ჩასვლა რეგიონში არის მნიშვნელოვანი მობილიზების ნაწილი ირანზე პოტენციური თავდასხმის წინ, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაემუქრა, თუ თეირანი არ მიაღწევს შეთანხმებას თავის ბირთვულ პროგრამაზე.

ახლო აღმოსავლეთში უკვე იმყოფება ავიამზიდი „ჰარი ტრუმანი“, რომელიც იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ოპერაციაში იღებს მონაწილეობას. ამერიკული ავიამზიდები აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში იმოქმედებენ.