დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული ვენესუელის დასახმარებლად შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში საზღვაო ფლოტის გემები და სამხედროები გაგზავნა

ვენესუელა

დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული ვენესუელის დასახმარებლად შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში საზღვაო ფლოტის გემები და სამხედროები გაგზავნა. ისინი სამაშველო და სამძებრო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას.

გაერომ კი ვენესუელაში მსოფლიოს ქვეყნების მიერ მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია ჩაიტანა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შიშობს, რომ სტიქიას გადარჩენილები შესაძლოა შიმშილისა და დაავადებების გავრცელების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.