პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იჟევსკის სკოლაზე თავდამსხმელი, არტიომ კაზანცევი საკლასო ოთახების დახურულ კარებს ესროდა, რომ შეემოწმებინა, იყო თუ არა ოთახში ვინმე, ნატყვიარი ნახვრეტებიდან კი ამოწმებდა, იყო თუ არა ოთახში ვინმე.
ერთ-ერთი მოსწავლე ჰყვება, რომ შეიარაღებული კაცი იმ საკლასო ოთახსაც მიადგა, სადაც თვითონ იმალებოდა.
"როდესაც სროლა გავიგეთ, ვიფიქრეთ, რომ შენობაში რაღაცის რემონტი მიმდინარეობდა. შემდეგ გასროლის ხმები უკვე ძალიან ინტენსიურად ისმოდა. მან ჩვენს კლასთანაც ჩაიარა, თუმცა კარი დაკეტილი იყო. ესროლა კარს, შემოიხედა ნახვრეტში, დაინახა, რომ ოთახი ცარიელი იყო და წავიდა, ჩვენ ვიმალებოდით," - იხსენებს მოსწავლე.
არტიომ კაზანცევი ამავე სკოლის კურსდამთავრებული იყო. გუშინ, მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციაზე თავდასხმის შემდეგ, მან თავი მოიკლა.