VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
მილიარდერი ილონ მასკის დედამ, მოდელმა მეი მასკმა ცოტა ხნის წინ The Times-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტეხასში, ილონის სახლში სტუმრობისას ავტოფარეხში სძინავს. ილონი SpaceX-ის ტეხასის მთავარ ოფისთან ცხოვრობს.
„ავტოფარეხში მიწევს ძილი. რაკეტების გაშვების ადგილას მდიდრული სახლი ვერ გექნება", — განაცხადა მეიმ.
მიუხედავად იმისა, რომ მეის ავტოფარეხის შესახებ კონკრეტული დეტალები არ უთქვამს, განაცხადა, რომ ილონი ქონების ფლობითა და მატერიალური ნივთებით არაა დაინტერესებული.