მძიმე ავარია ქუთაისში - დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
1736422331
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განიხილავს აშშ-ის ეკონომიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რათა მოკავშირეებსა და მოწინააღმდეგეებზე ტარიფების დაწესება სამართლებრივად დაასაბუთოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საშუალებას მისცემს ტრამპს, შეიმუშავოს ახალი სატარიფო პროგრამა საერთაშორისო ეკონომიკური საგანგებო უფლებამოსილების შესახებ კანონის გამოყენებით, რომელიც ცალმხრივად აძლევს პრეზიდენტს უფლებამოსილებას, მართოს იმპორტი ეროვნული საგანგებო მდგომარეობის დროს.
ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ტრამპს მოსწონს აღნიშნული კანონი, რადგან ის პრეზიდენტს ანიჭებს ფართო იურისდიქციას, თუ როგორ გამოიყენება ტარიფები იმის დამტკიცების გარეშე, რომ ეს ზომა საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე.