თურქეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

ფოტო: Anadolu Agency

თურქეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. ინფორმაციას თურქული მედია, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო მზადყოფნის მიზეზი სირიაში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლების წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციაა.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლებს გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს. ოფიციალური ანკარის განმარტებით, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყება.