CNN: სტივ უიტკოფი პუტინს, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება

სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, ხვალ მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაცია კვლავ არ იშურებს ძალისხმევას, რათა უკრაინაში კრიზისი დაასრულოს.

უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა გუშინ ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მოხდება. CNN-ი აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაკრო რუბიომ უარი თქვა. ლონდონში ამერიკულ მხარეს მხოლოდ ტრამპის სპეცწარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი წარმოადგენდა.