CNN: ევროპაში ფიქრობენ, რომ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს

donald trampi

რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ამერიკულ ტელეარხს ერთ-ერთმა ევროპელმა განუცხადა, აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივაში კონკრეტული ჯერ არაფერია დაფიქსირებული, თუმცა ამერიკელების სულისკვეთება მიუთითებს იმაზე, რომ მათ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღისთვის ცეცხლის შეწყვეტა სურთ.

ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღეს 1 მაისს სრულდება.

რაც შეეხება ყირიმის სტატუსს, ევროპელების განცხადებით, მისი წარმოდგენა სხვაგვარად, ამჟამინდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, რთულია. „ეს ნამდვილად უქმნის სირთულეს ზელენსკის“, - დასძინა მან.