CNN: აშშ-ის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს

irani

აშშ-ის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს და მიზანში ამოიღეს ობიექტი ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ, რომელიც, აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, საფრთხეს უქმნიდა როგორც ამერიკულ ძალებს, ისე კომერციულ საზღვაო მოძრაობას.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სახმელეთო მართვის სადგურზე ქალაქ ბანდარ აბასში, საიდანაც მეხუთე დრონის გაშვება იგეგმებოდა.

აშშ-ის ძალების განცხადებით, ეს ქმედებები იყო ზომიერი, სრულად თავდაცვითი ხასიათის და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამთენიისას სამი აფეთქების ხმა გაისმა ბანდარ აბასის აღმოსავლეთით – ირანის სტრატეგიულ საპორტო ქალაქსა და სამხედრო-საზღვაო ბაზასთან, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან მდებარეობს.