EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა

EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა

ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.

ახალი სეზონის პრემიერა 2026 წლის 21 ივნისს არის დაგეგმილი. ის 8 ეპიზოდისგან შედგება.

სერიალის შემქმნელებმა მანამდე განაცხადეს, რომ ეკრანებზე „დრაკონის სახლის“ მეოთხე სეზონიც გამოვა, რომელიც ფინალური იქნება.

„დრაკონის სახლის“ პირველი სეზონის პრემიერა 2022 წლის 21 აგვისტოს შედგა. სიუჟეტი ჯორჯ მარტინის რომანზე „ცეცხლი და სისხლი“ არის დაფუძნებული. სერიალი გამოგონილ სამყაროში - ვესტეროსში ტარგარიენების სამეფო დინასტიის წევრებს შორის სამოქალაქო ომზე მოგვითხრობს, რომელიც „დრაკონების ცეკვის“ სახელით არის ცნობილი. მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტამდე თითქმის 200 წლით ადრე ვითარდება.