ჩვენ უნდა მოვიშოროთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილი, პუტინს და ზელენსკის ერთმანეთი არ უყვართ, ეს ნამდვილად აფერხებს შეთანხმებას - დონალდ ტრამპი

ტრამპი ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის არ უყვართ ერთმანეთი, რაც აფერხებს შეთანხმებას.

დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს, ვინ აწარმოებს უკეთესად მოლაპარაკებებს, ზელენსკი თუ პუტინი.

„მე ვფიქრობ, ორივე მათგანი დიდ საქმეს აკეთებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს, ჩვენ უნდა მოვიშოროთ ერთმანეთის მიმართ ეს სიძულვილი. თქვენ იცით, მათ ერთმანეთი არ უყვართ. მე ამას პრეზიდენტ ზელენსკის წინაშე ვამბობ, მაგრამ პრეზიდენტ პუტინის წინაშეც ვთქვი. ეს ნამდვილად არის ის, რაც, ვფიქრობ, აფერხებს შეთანხმებას“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორივე მხარეს სურს ომის დასრულება.

„მე ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს სურს ომის დასრულება, სხვაგვარად ასე არ ვისაუბრებდი. გუშინ, ორ საათ-ნახევრის განმავლობაში ვესაუბრებოდი მას, ბევრი დეტალი განვიხილეთ. მას სურს ამის დასრულება. ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისაც სურს ამის დასრულება“, – განაცხადა ტრამპმა.