წყნარი ოკეანის ფსკერიდან 40 წელზე მეტია იდუმალი სიგნალები ისმის - მეცნიერებმა წყარო აღმოაჩინეს
1760719477
„ყველა აკვირდებით, რამდენად რთულია ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულება, ჩვენ რაც გვინდა, ის არ სურს პუტინს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, მედიის შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მზადაა ნებისმიერ ფორმატში სასაუბროდ იმისთვის, რომ მშვიდობა იქნეს მიღწეული.
„დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ამოცანებს, ჩვენს სასურველ მიზნებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ნებისმიერ ფორმატში სასაუბროდ მზად ვართ, ეს იქნება ორმხრივი, სამმხრივი თუ სხვა ფორმატის. მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი არის NATO-ს საკითხი, მაგრამ, ამასაც ვიტყვი, რომ ეს არის ჩვენი, ისევე, როგორც ალიანსის წევრების გადასაწყვეტი. ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ყოველდღიურად თავდასხმის საგანია, გვქონდეს ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები. საამისოდ, NATO ყველაზე ძლიერი გარანტიაა. ჩვენთვის ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება, ჩემსა და ტრამპს შორის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე დეტალურად ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. შეერთებული შტატები არის ძალიან ძლიერი გარანტორი ამ მხრივ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.