სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოში არსებულ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად, პარლამენტს მარინე მინდორაშვილის, სიმონ გელაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურები წარუდგინა.
გადაწყვეტილების მიღებამდე, კანდიდატებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
კანონმდებლობის შესაბამისად, საქსტატის რვაწევრიან საბჭოში ხუთი წევრი საჯარო მოსამსახურე არ უნდა იყოს. სწორედ საბჭოს ამ წევრებს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თანხმობით ნიშნავს.
საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ კონკურსს, რომლებიც საჯარო მოსამსახურეები არ არიან, საქსტატი აცხადებს, ხოლო საკონკურსო კომისიას პრემიერი ქმნის.