ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა - ლოიდ ოსტინი

ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა, რომლებმაც უკრაინაში უნდა იომონ.

„დღევანდელი მტკიცებულებები გვეუბნება, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 10 ათასი სამხედრო გააგზავნა რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. ჩრდილოკორეული საჯარისო შენაერთების ნაწილი უკრაინის საზღვარს მიუახლოვდა“, - თქვა ოსტინმა.

მისი თქმით, კორეელებს რუსული ფორმა აცვიათ და თან რუსული აღჭურვილობა აქვთ. როგორც ოსტინი აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ კრემლის უპირველესი გეგმა ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების კურსკის ოლქში გაგზავნას წარმოადგენს.