ჩინეთში, სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელმაც იაპონელი სკოლის მოსწავლე დანით სასიკვდილოდ დაჭრა

ჩინეთი

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელმაც 10 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაჭრა. ამის შესახებ BBC წერს.

10 წლის იაპონელი ბიჭუნა ჩინეთში გასული წლის სექტემბერში სასიკვდილოდ დაჭრეს. ბრალდებული სკოლის მოსწავლეს მოულოდნელად დაესხა თავს.

მომხდარმა იაპონიასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია, რადგან დანაშაული შეფასდა, როგორც ქსენოფობიური მოტივით ჩადენილი.

„ამ ინციდენტის გათვალისწინებით, იაპონიის მთავრობა გააგრძელებს უსაფრთხოების ყველა შესაძლო ზომის გაძლიერებას და მტკიცედ მოუწოდებს ჩინურ მხარეს, უზრუნველყოს იაპონიის მოქალაქეების უსაფრთხოება ჩინეთში“,- ნათქვამია იაპონიის საელჩოს განცხადებაში.