"ისე ცუდად დაიწყო ეს წელი, არც კი ვიცი, როგორი გაგრძელება ექნება..." - ნუცა ცისკარიშვილი
1769108603
ჩინეთში ქალმა ტყუპი გააჩინა, თუმცა ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალი, სახელად ვანი, დაორსულებას 5 წლის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ გადაწყვიტა ხელოვნური განაყოფიერებისთვის მიემართა. კლინიკაში პირველად 2009 წელს მივიდა. მომდევნო წელს მას აბსოლუტურად ჯანმრთელი ბიჭი გაუჩნდა, რომელსაც ლუ ლუ დაარქვეს.
მოგვიანებით, ქალმაკვლავ მიმართა იმ კლინიკას, რომლის დახმარებითაც პირველი შვილი გაუჩნდა. აღმოჩნდა, რომ იქ 2009 წლიდან წყვილის ემბრიონები ინახებოდა, რომელთა გენეტიკური მასალა ლუ ლუს დნმ-ის იდენტური იყო. შესაბამისად, გაჩენილი ბავშვი ბიჭის ტყუპისცალი იქნებოდა.
ვანმა მეორე ვაჟი 2020 წლის 16 ივნისს გააჩინა. მშობლებმა მას ტონგ-ტონგი დაარქვეს. ბიჭი თავს კარგად გრძნობს და აბსოლუტურად ჯანმრთელია.