ეს 5 ნივთი არასდროს გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!
1769114494
დღეს ევროკავშირმა გამოყო პირველი 10 მილიონი ევრო ახალი სპეციალური ტრიბუნალისთვის, რათა რუსეთის ლიდერებმა პასუხი აგონ მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში მათი როლისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასმა აღნიშნა, რომ ომზე პასუხისმგებლობა რუსეთის ლიდერებს ეკისრებათ.
„დღეს ევროკავშირმა გამოყო პირველი 10 მილიონი ევრო ახალი სპეციალური ტრიბუნალისთვის, რომელიც რუსეთის ლიდერებს უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ომში მათი როლის გამო გაასამართლებს. ამ ომზე პასუხისმგებლობა რუსეთის ლიდერებს ეკისრებათ და ისინი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. დაუსჯელობა შეუძლებელია“, – დაწერა კალასმა სოციალურ ქსელში.