გარდაცვლილს 5 წლის შვილი დარჩა... - ავარიას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა
1770566108
პირველ ადგილზე ვართ ევროპაში გასული 5 წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საშუალო წლიური მაჩვენებელი 5 წლის განმავლობაში იყო 9.3%.
„ამას განაპირობებს სწორი კანონმდებლობა, რომელიც გვაქვს ეკონომიკის სფეროში ჩამოყალიბებული და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, ასევე, ძალიან სწორი პრაქტიკა, რომელიც არის დამკვიდრებული, სწორი მენეჯმენტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მომავალი წლების განმავლობაში ეკონომიკურ ზრდაში Eagle Hills-ის უმსხვილესი ინვესტიციის მნიშვნელობაზე.
„ძალიან დიდი ინვესტიცია განხორციელდება საქართველოში Eagle Hills-ის ჯგუფის მიერ, ეს არის 6.6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 11 მლრდ ლარის შემოტანას. ჩვენი ეკონომიკა შარშან გადასცდა 100 მლრდ ლარს და ამ პირობებში ერთი ინვესტიციიდან 11 მლრდ ლარი არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოცულობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.