ჩინეთში კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

ჩინეთი

ჩინეთში კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქციები გრძელდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო გამოსვლების მასშტაბი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ურუმჩიში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივები მომხდარს ქალაქში უკვე 100 დღის განმავლობაში მოქმედ მკაცრ ლოკდაუნს უკავშირებენ. მათი თქმით, კორპუსში მცხოვრებმა ხალხმა შენობის დატოვება დროულად ვერ შეძლო, იმის გამო რომ გასასვლელი ნაწილობრივ ბლოკირებული იყო.

აქციების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება. დემონსტრანტები პრეზიდენტ სი ძინპინისა და კომუნისტური პარტიის გადადგომას ითხოვენ. ზოგი კი პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს სკანდირებს.