დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი აცხადებს, რომ ჩინეთის მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ის კუნძულზე შეჭრას გადაწყვეტს.
ცაი ინ-ვენმა აღნიშნული განცხადება ტაივანის დასაპყრობად ჩინეთის არმიის წარუმატებელი მცდელობის 60 წლის წინ~თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„60 წლის წინ გამართულმა ბრძოლამ დაიცვა ტაივანი და მსოფლიოს ამცნო, რომ ვერცერთი საფრთხე ვერ შეძლებს ტაივანელ ხალხს საკუთარი სამშობლოს დაცვაზე ხელი ააღებინოს. ის, რაც შეგვიძლია ჩვენს მტერს შევატყობინოთ არის ის, რომ ტაივანი მზადაა საკუთარი თავის დასაცავად. ჩინეთს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს თუ ტაივანზე თავდასხმას გადაწყვეტს.
ცნობისთვის, 2 აგვისტოს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ეწვია, რამაც ოფიციალური პეკინის აღშფოთება გამოიწვია. პელოსის ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები გამართა.