უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
1786515071
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ ვუს განცხადებით, ჩინეთი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის პროტესტის ნიშნად დაწყებულ სამხედრო წვრთნებს თვითმმართველ კუნძულზე შეჭრისთვის მოსამზადებლად იყენებს.
მან „ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად“ საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
“ჩინეთი ამ წვრთნებს ტაივანში შეჭრისთვის მოსამზადებლად იყენებს. იგი ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს, უშვებს რაკეტებს, ასევე ახორციელებს კიბერშეტევებს, დეზინფორმაციულ კამპანიას და ეკონომიკურ იძულებას, რათა ტაივანის საზოგადოება მორალურად შეასუსტოს“, - აღნიშნა ტაივანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.