არ გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ექსპერტის რჩევა
1774645514
ჩინეთმა და პაკისტანმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინეს.
გეგმა ჩინეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებს დღეს პეკინში გააცნეს.
როგორც მედია წერს, პეკინისა და ისლამაბადის გეგმა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მოლაპარაკებების გამართვას, საზღვაო მარშრუტების გახსნასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შეწყვეტას მოიცავს.
კერძოდ, გეგმაში აღნიშნულია: „შეწყვიტეთ ბრძოლა: ორივე ქვეყანა მოუწოდებს მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური ძალისხმევისკენ. ჰუმანიტარული დახმარება ასევე უნდა გაიგზავნოს ომით დაზარალებულ რაიონებში;
სამომავლო მოლაპარაკებები: რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რომლებიც მოიცავს ირანისა და რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას;
არასამხედრო სამიზნეების უსაფრთხოება: მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული საბრძოლო მოქმედებების დროს. პაკისტანი და ჩინეთი მოუწოდებენ ყველა მხარეს, შეწყვიტონ მშვიდობიან მოსახლეობასა და არასამხედრო სამიზნეებზე ყველა თავდასხმა;
საზღვაო გზები: ჰორმუზის სრუტე, სხვა მნიშვნელოვან საზღვაო გასასვლელებთან ერთად და ყველა გემი, რომელიც მას იყენებს, დაცული უნდა იყოს;
გაერო-ს წესდება: ჩინეთი და პაკისტანი ერთობლივად მოუწოდებენ გაერო-ს უპირატესობის გაძლიერებისა და ბლოკის წესდებაზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ“.